Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან

ნახვები: 577 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან

მსოფლიომ ისე უნდა შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რომ თავისუფალი სამყაროდან არცერთი კომპონენტი არ იყოს გამოყენებული ტერორისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი ტერორისტებისთვის იარაღის, კერძოდ, რაკეტების და „შაჰედების“ დასამზადებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული კომპონენტების გამოყენების ყოველი ფაქტი არის არგუმენტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები და ზეწოლა საკმარისი არ არის.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის გარეშე გლობალურ ბაზარზე დეფიციტი საკმაოდ ხელშესახები იქნება.

„გასულ წელს ჩვენი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წყალობით მოვახერხეთ ფასების კრიზისის თავიდან აცილება სურსათის გლობალურ ბაზარზე. ფასების ზრდას აუცილებლად მოჰყვებოდა პოლიტიკური და მიგრაციული კრიზისები, განსაკუთრებით აფრიკის და აზიის ქვეყნებში. ცხადია, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს ამ კრიზისების პროვოცირებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მუშაობს შეთანხმების ვარიანტებზე, რათა შენარჩუნდეს უკრაინის გლობალური როლი, როგორც სასურსათო უსაფრთხოების გარანტის; ასევე შენარჩუნდეს ქვეყნის საზღვაო წვდომა გლობალურ ბაზარზე და სამუშაო ადგილები უკრაინელებისთვის პორტებსა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა