Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად განიხილავენ თავს

ნახვები: 579 პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად განიხილავენ თავს

სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებიც თავს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად, დღე და ღამეს პარტიის ლანძღვაში არ ატარებენ, პოტენციური მოკავშირეები არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებთან კოორდინაცია პარტიისთვისაც ხელსაყრელია.

„მათთან კოორდინაცია ჩვენთვისაც ხელსაყრელია. მხოლოდ მივესალმებით, თუ ჩათვლიან, რომ ასე ვთქვათ, მათი რეინტეგრაცია უნდა მოხდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მივესალმებით, რაც მეტი ადამიანი შემოუერთდება გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების საკითხი არ განუხილავთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა