ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნატო-ს სამიტის კომუნიკე - უკრაინის მომავალი ნატო-შია

ნახვები: 637 ნატო-ს სამიტის კომუნიკე - უკრაინის მომავალი ნატო-შია

უკრაინის მომავალი ნატო-შია, უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე, – ამის შესახებ ნატო-ს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.

„უკრაინის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისთვის და ალიანსისთვის. უკრაინის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად ჩვენ დღეს შევთანხმდით გაფართოებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტზე. გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ნატო-უკრაინის საბჭო, ახალი ერთობლივი ორგანო, სადაც მოკავშირეები და უკრაინა თანაბარი წევრები არიან, რათა წინ წაიწიოს პოლიტიკურმა დიალოგმა, ჩართულობამ, თანამშრომლობამ და უკრაინის ევროატლანტიკურმა მისწრაფებებმა ნატო-ში გაწევრიანებაზე. ის უზრუნველყოფს ერთობლივ კონსულტაციებს, გადაწყვეტილებების მიღებას და აქტივობებს“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან.

„რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება, რისთვისაც მას სრული პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ არც ახლა და არც მომავალში არ ვაღიარებთ რუსეთის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიებს, მათ შორის, ყირიმის ანექსიას. არ შეიძლება, რუსეთი დაუსჯელი იყოს ომის დანაშაულებებისთვის და სხვა სისასტიკისთვის, როგორებიცაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთს და ვგმობთ ყველას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს. ბელარუსმა და ასევე ირანმა უნდა დაასრულონ თანამონაწილეობა რუსეთთან და დაუბრუნდნენ საერთაშორისო კანონმდებლობას“, – ნათქვამია ნატო-ს სამიტის კომუნიკეში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა