დონალდ ტრამპი ირანზე - მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება - არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება
The Times - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობენ
Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია
დონალდ ტრამპი - არ დაგვეხმარა იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სადაც გვყავს 45 000 ჯარისკაცი, რათა კიმ ჩენ ინისგან დავიცვათ, რომელსაც ძალიან კარგად ვუგებ, შემდეგ კი ნატო, ნატო არ დაგვეხმარა - ისინი არ გვჭირდება
დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს

სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

11.07.2023 ნახვები: 547

სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სავარგულები. სტიქიამ გამოიწვია ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი.

უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხენისწყალი, აბაშა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, მეწყერი ჩამოწვა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე, მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ამ დროისთვის მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს.

სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში; გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. მდინარე ცივი გადმოვიდა კალაპოტიდან, რის გამოც ცენტრალურ გზაზე შეფერხებული მოძრაობაა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულები. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა