Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით

ნახვები: 578 რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.

„აშკარა პრორუსული დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის აგრესიის ფონზე – კეთდება ანტიუკრაინული განცხადებები, მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა და საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის.

„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აწყობილია პარტიულ ინტერესებზე, ასევე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებაზე. ახლა გაახსენდათ, თურმე პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. რომელი საქვეყნო ინტერესები დააყენეს კლანურ ინტერესებზე მაღლა? ოლიგარქიული მმართველობა შეუმჩნეველი არავის რჩება. საქართველოს არ მართავს „ქართული ოცნება“, მართავს არაფორმალური მმართველი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესები აღქმული იყოს, როგორც პროგრესის შემქმნელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა