Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ქადაგიშვილი - ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი და მავნებლური პროპაგანდა, დაასანქცირეთ საქართველო, ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი

ნახვები: 579 ირაკლი ქადაგიშვილი - ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი და მავნებლური პროპაგანდა, დაასანქცირეთ საქართველო, ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი

ის, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს პირნათლად იცავს, ეს დადასტურებულია სხვადასხვა ანგარიშით, მათ შორის ოფიციალური განცხადებებით როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ როცა სახელმწიფო ინტერესზეა საუბარი, არ შეიძლება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელო.

„საქართველოში განხორციელებული ბოლო ვიზიტი ერთგვარი დადასტურება იყო იმის, რომ საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოებს მაღალ შეფასებას აძლევენ და მათ კონკრეტულად აინტერესებდათ, თუ როგორ ხორციელდება შესაბამისი ინსტიტუციის მიერ არსებული პოლიტიკის აღსრულება. მათთვის ეს გამოცდილება საინტერესო იქნება იმისათვის, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე, ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც, მით უმეტეს, როცა ხშირ შემთხვევაში საუბარია პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, რომელთაც შეიძლება დაახლოებით ანალოგიური ტიპის გამოცდილება ჰქონდეთ. რაც შეეხება ოპოზიციის ყბადაღებულ ნარატივს – დაასანქცირეთ საქართველო, ამას პირველივე დღიდან დაუღალავად იმეორებენ. ვიზიტმა კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ მათი მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილსა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი ზნეს-ქცევას არ შეიცვლიან და იგივე სიჯიუტით გააგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ პროპაგანდას. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ როცა სახელმწიფო ინტერესზეა საუბარი, არ შეიძლება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს და მედიით პროპაგანდისტული სახე მისცე, რადგან ეს ილექება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა არის ტრიგერი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. ამ ვიზიტმა დაადასტურა რამხელა აცდენაა ქვეყნის ინტერესებში და როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაცვისგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა