ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი - რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს

ნახვები: 648 ლევან ხაბეიშვილი - რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს

რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ეხმაურება „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე და აღნიშნავს, რომ ისე ხდება, როგორც „პუტინის რუსეთში“ .

„16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ... გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით - მიშა მშვილდაძე.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ: ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება - მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს“, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა