Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია

ნახვები: 579 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საკითხთა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ.

მისივე თქმით, საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.

„ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ქეთრინ კოლონამ.

მისივე თქმით, თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ქეთრინ კოლონამ.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, კეტრინ კოლონამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.

„სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა