Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აქციები კინოცენტრთან გრძელდება - რეპრესირებული კულტურით თავისუფლები ვერ ვიქნებით

ნახვები: 578 აქციები კინოცენტრთან გრძელდება - რეპრესირებული კულტურით თავისუფლები ვერ ვიქნებით

"ვერ მოგვათვინიერებენ" - კულტურის სამინისტროსთან აქცია გრძელდება. კინოცენტრის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები ულტიმატუმის ვადის ამოწურვის და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მიუხედავად პროტესტს აგრძელებენ.

კინოცენტრის თანამშრომლებმა აქციაზე თეა წულუკიანის უწყების სტრატეგია გაამჟავნეს. ირკვევა, რომ კულტურის სამინისტრო და კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელობა საპროტესტო აქციაში მონაწილე ხელოვანების გადაბირებას ცდილობს. 

"ნებისმიერი პროტესტი უნდათ, რომ გააშაონ იმით, რომ ვართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ერთი და იგივე მეთოდებს იყენებენ. უკვე სასაცილოა, ჩვენ ჩვენს საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთებთ, რეპრესირებული კულტურით თავისუფლები ვერ ვიქნებით, ასე, რომ ვერ მოგვათვინიერებენ,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმის გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა, ამბობენ, რომ პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

"ამით ეს პროტესტი არ მთავრდება, ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ქართულ კინოს, კულტურას. არ დავთმოვთ კინო სექტორს ცენზურისთვის, პროტესტი გრძელდება,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა