მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას

ნახვები: 622 ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას

ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ზოგიერთ რეგიონში ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რეგიონში ისინი იცავენ თავიანთ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები. ჩვენ მხოლოდ გათავისუფლებები გვაქვს, მათ კი – მხოლოდ ზარალი. ზოგადად, ეს არის ჩვენზე ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუხსნათ გზა ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ბოროტ სახელმწიფოს არ გააჩნია ისეთი რეზერვები, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს და ყველა გენერალს, რომლებიც ჩართულნი არიან აქტიურ შეტევასა და თავდაცვით მოქმედებებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა