ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თეონა აქუბარდია - მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, გავაკეთოთ ერთობლივი მიმართვა ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი

ნახვები: 644 თეონა აქუბარდია - მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, გავაკეთოთ ერთობლივი მიმართვა ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი

მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში უნდა გაიმართოს ნატო-ს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რათა კიდევ ერთხელ საქართველოს ნატო-ში წევრობის სურვილთან ერთად, დაფიქსირდეს თხოვნა საქართველოს მხარდაჭერის, რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ პოზიცია და თუ ეს იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გაცხადებული ეროვნული ინტერესი და ეროვნული ინტერესებში რომ ერთობა გვმართებს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ამავდროულად, მინდა, საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდო, გააკეთოს განცხადება ნატო-ს სამიტის წინ, რა პოზიციები და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და საერთოდ, რას აკეთებს საგარეო უწყება საქართველოს ნატო-ში წინსვლისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა