საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

მეცნიერებათა აკადემია - სუფრის და ქუჩის აკადემიების ქვეყანაში

12.06.2023 ნახვები: 2355

მახსოვს დრო, როდესაც პირსისხლიანთა შორის უპირსისხლიანესი რეჟიმი მიადგა ე.წ. „ქართულ მეცნიერებას“, რომელიც იმ დროს ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხვა ინსტიტუტებში ფართების გაქირავებით.

მრავალი  ე.წ. „ინსტიტუტი“ ან „კვლევითი ცენტრი“,  რომლებშიც თანამშრომლებად ირიცხებოდა დაახლოებით იმდენივე ადამიანი, რამდენიც ჟენევის ადრონულ კოლაიდერზე, იმ დროს იღებდა ფინანსური დახმარებას და სხვადასხვა შეღავათს სახელმწიფოსგან. ვითომ ღვაწლმოსილი მეცნიერების და ზოგადად მეცნიერების მხარდასაჭერად.

ძირითადად ეს იყო სტალინის დროს აგებული მასიური შენობები დიდი კოლონებით, მაღალი ჭერით და ბეტონის იატაკით, სადაც შედარებით დაბალ ფასში ფართებს ქირაობდნენ მაკლერები და მეორეხარისხოვანი საადვოკატო კანტორები.

რა შეხება ჰქონდა ამ სარფიან საქმიანობას მაღალ მეცნიერებასთან - არავინ იცის, თუმცა, როგორც კი მთავრობამ გადაწყვიტა ამ დარგში ელემენტარული წესრიგის დამყარება.. ალბათ მიხვდით, რა ბრალდებები გაისმა მის მიმართ..

ეს არის ბრძოლა ქართული მეცნიერების წინააღმდეგ!!!!!

მაშინ მთავრობა თავს იმართლებდა - არაფერს ვერჩითო მეცნიერებას, უბრალოდ ვცდილობთ წესრიგის დამყარებას და ინსტიტუტების საქმიანობაში გამჭვირვალობის შეტანას.

მოერიდა იმის თქმა, რაც უნდა ეთქვა და რაც იქნებოდა სრული სიმართლე - საქართველოში არ არსებობს არანაირი მეცნიერება. ე.წ. მეცნიერთა და აკადემიკოსთა უმრავლესობა - ჰიპერ-საპენსიო ასაკის ხალხია, ვინც რაღაცა იცოდა 40 წლის წინ, დღეს კი ინტერნეტის არსებობაზეც თითქმის არაფერი იცის.

წმინდა ქართული მოვლენა  - ეროვნული სიზარმაცის კვინტესენცია - ადამიანმა 40 წლის წინ რაღაცა ისწავლა, რაღაცა ხარისხი მიიღო (კიდევ გასარკვევია როგორ) და ამით განვითარება და წინსვლა შეწყვიტა.

ის არ ვითარდება, არ კითხულობს ახალ წიგნებს, არ ეცნობა ახალ ტენდენციებს, ზის მიშტერებული თავის ნახევრად ნაყიდ რეგალიებს, და კმაყოფილია. რამე რომ უთხრა - აღშფოთდედბა - „ახალგაზრავ, ჭკუას რა უფლებით მასწავლით, ბაბუათქვენის ხნის ვარ, როგორ მიბედავთ“.

1996 წელს ვირიცხებოდი თბილისი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე (ტყუილად დროის ხარჯვის საუკეთესო ადგილი) და იმ დროს, გაზეთის აკინძვას კალმით, სახაზავით და ცირკულით გვასწავლიდნენ. ეს იყო დროს, როდესაც არსებობდა Pagemaker-ის არა ერთი, არამედ რამდენიმე ვერსია.

თუმცა, გახსოვთ 2005 წლის ერთ-ერთი მთავარიო ნარატივი? „ რატომ უნდა იყოს საქართველოში ადამიანი ვალდებული იცოდეს ინგლისური და კომპიუტერი? რაში სჭირდება პროფესიონალ ადამიანს კომპიუტერი?“.

70-ან წლებში ჩამოყალიბებულ ინტელექტუალურ ელიტას არ ესმოდა, რომ 20-ე საუკუნის ბოლოს და 21-ს დასაწყისში ადამიანი, რომელიც ვერ ფლობს კომპიუტერს და არ იცის ინტერნეტის გამოყენება, ვერ იქნება პროფესიონალი, რა მაგარიც არ უნდა ყოფილიყო 60-70-ან წლებში.

არ არსებობს არანაირი ქართული მეცნიერება. ამ ჩინოსან აკადემიკოსებს არაფერი არ შეუქმნიათ და არაფერი არ გამოუგონებიათ. რაღაც ნაშრომები დაუწერიათ საბჭოთა მეცნიერულ ჟურნალებში, ისე, როგორც რუსები იტყვიან, для галочки.

დღეს საქართველოში არიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო პროექტებში, და მათ საერთოდ არ ადარდებთ რეგალიები და სხვადასხვა უსარგებლო კანტორებში წევრ-კორესპოდენტობა.. თუ კორესპოდენტ-წევრობა...არ ვიცი ზუსტად.

საქართველოში არ არსებობს არანაირი მეცნიერებათა აკადემია - ჩვენში ყველა აკადემია შთანთქა ქუჩის და სუფრის აკადემიებმა.

ეს ორი აკადემია სანამ არ მოისპობა ბოლომდე - ვერც ერთი სხვა აკადემია ვერ გაიხარებს.

საქარათველოში მეცნიერებას აკადემიასთან იმდენივე საერთო აქვს, რამდენიც მწერალთა კავშირის წევრობას - მწერლობასთან.

ნამდვილი მეცნიერება არის სამხრეთ კორეაში, სადაც მუშაობენ თერმობირთვულ სინთეზზე.

ნამდვილი მეცნიერებაა შტატებში, სადაც გეგმავენ მარსზე გაფრენას.

ნამდვილი მეცნიერებაა იაპონიაში, სადა უკვე არ იციან რა მოიფიქრონ და ქმნიან უნიტაზს, რომელიც შარდის ანალიზს აკეთებს.

მეცნიერება არის ეს. მეცნიერება არ არის ბეტონის იატაკიან შენობაში ოთახების მიქირავება იაფფასიანი საადვოკატო კანტორებისთვის.

საქართველოს ე.წ. მეცნიერთა აკადემია იქცევა ისე, როგორც არ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტების მაძიებელი, ცნობისმოყვარე მეცნიერი.

როინ მეტრეველი ამ პენსიონერთა უსარგებლო კლუბის სათავეში - ზუსტად თავის ადგილზეა. რაც აკადემიაა, ის პრეზიდენტია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა