თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ზურაბ ჯაფარიძე - ვერსად ნახავთ განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, პრობლემაა, როდესაც რუსეთთან აღრმავებ ურთიერთობას და დასავლეთს შორდები

ნახვები: 654 ზურაბ ჯაფარიძე - ვერსად ნახავთ განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, პრობლემაა, როდესაც რუსეთთან აღრმავებ ურთიერთობას და დასავლეთს შორდები

ვერსად ნახავთ ჩემს განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, პრობლემაა, როდესაც რუსეთთან აღრმავებ ურთიერთობას, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, –  ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის.

„არაფერი საწინააღმდეგო არ მითქვამს. რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის,  არაერთხელ მითქვამს. მათ შორის ფრენები იქნებოდა, თუ რუსების შემოსვლა, ჩემი პოზიცია სულ ეგ იყო. პრობლემაა, რომ ევროკავშირი, რომლისკენაც მივდივართ, გვეუბნება, რომ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს მათთან თანხვედრაში. გვეუბნებიან, რომ მათ ფრენები აკრძალული აქვთ, დასანქცირებულია ავიაციის სექტორი და ჩვენც უნდა ვიყოთ ამის ნაწილი. ამას ვეთანხმები და არა იმას, რომ ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობები არ ასწორებს.

მეორე პრობლემა არის ის, რომ როდესაც რუსეთთან აღრმავებ ეკონომიკურ ურთიერთობას და ამ დროს, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, ეგ არის პრობლემა. თქვენ ვერსად ნახავთ ჩემს ნათქვამს, რომ მე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ. მე ეგ არასდროს მითქვამს. შეიძლება, სხვა ოპოზიციურ პარტიებში გეშლებით, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიები გამოდიან ეგეთი განცხადებებით. ეკონომიკური ურთიერთობა ჯამში კარგია და სწორია, მხოლოდ ერთი – ჩვენ არ უნდა ვაღრმავებდეთ ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან და არ უნდა ვშორდებოდეთ ევროპას, პირიქით, ევროპისკენ უფრო უნდა ვაღრმავებდეთ და მეორე, ჩვენ უნდა ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ეს კავშირი არის ევროკავშირის სტატუსის მიღება-არ მიღებასთანაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა