ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT

ნახვები: 638 ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშება „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩის შემდეგ უეფა-მ სეზონი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, – ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“, – წერია უეფა-ს გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას შეეძლო, მონაგარი კიდევ ორი გოლით გაეზარდა, მაგრამ „აინტრახტთან“ და „მილანთან“ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.

უეფა-მ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ქართველის პოზიციაზე „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა