ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა

ნახვები: 638 რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა საომარი მოქმედებების ვერცერთ ნაწილში ვერ შეასრულეს დაკისრებული ამოცანები.

„რაც შეეხება კონტრშეტევას, ჩაიძირა თუ არა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა კონტრშეტევის მცდელობა, რომელიც აქამდე განხორციელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ კიევის რეჟიმის პოტენციალი კვლავ ნარჩუნდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები, რომელიც აღემატება „კლასიკურ“ მაჩვენებელს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბრძოლის ველზე არსებული რეალობიდან გამომდინარე აფასებს სიტუაციას მტრის კონტრშეტევასთან დაკავშირებით.

როგორც რუსული მედია წერს, ბოლო დღის განმავლობაში კიევმა დაკარგა 945 ჯარისკაცი, 33 ტანკი, 38 ჯავშანტექნიკა და სხვა იარაღები.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა