ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ

ნახვები: 648 უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა ნაწილში უკრაინის არმიამ 200-დან 1 100 მეტრამდე წაიწია წინ და ამ მიმართულებით რუსეთის არმია თავდაცვაზე გადავიდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო-სადესანტო მოიერიშე დანაყოფებს ეკისრება.

6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის 21 000 მებრძოლი მოკლეს, კიდევ 60 000 კი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა