ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევგენი პრიგოჟნი - ისინი როგორც კი შევლენ ბახმუტში, გეზს ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ აიღებენ. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება

ნახვები: 638 ევგენი პრიგოჟნი - ისინი როგორც კი შევლენ ბახმუტში, გეზს ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ აიღებენ. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება

როგორც „მოსკოვთაიმსი“ წერს, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სიტუაციის სერიოზულობას აცნობიერებენ, თუმცა ვერაფერს ცვლიან.

„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, მომზადება არ არსებობს. ურთიერთპატივისცემა არ არის. შემდეგ ამ ყველაფერს ზემოთ ისტერიკა ცვლის. ჩვენ ახლა სერიოზულ დანაკარგს განვიცდით. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. დიდი ალბათობით, ჩვენ დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“, – აცხადებს პრიგოჟინი.

მისი თქმით, პუტინს მოსთხოვა, მისთვის 200 000 ჯარისკაცი გამოეყო. პრიგოჟინის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ასევე ურჩია, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ დღეს რუსეთის არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციები დაკარგა.

„თუ ჯარი კიდევ დაიხევს უკან, მაშინ მოწინააღმდეგის უკონტროლო შეღწევა მოხდება. ისინი როგორც კი შევლენ შიგნით, გეზს ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ აიღებენ. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება“, – აცხადებს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის კონტრშეტევის მოგერიება რამდენიმე მიმართულებით შეძლო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა