ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში

ნახვები: 646 ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ნატო-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს კაშხალსა და კახოვკის მთელს ჰიდროელექტროსადგურს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. დაინაღმა და აფეთქდა რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა