მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, სრულად განვაახლეთ ათი ობიექტი

ნახვები: 622 ირაკლი ღარიბაშვილი - ვემზადებით, ღირსეულად ვუმასპინძლოთ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში, სრულად განვაახლეთ ათი ობიექტი

თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო, დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა, რათა ქუთაისს ჰქონდეს ასეთი, უეფა-ს უმაღლესი სტანდარტის, ანუ მეოთხე კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.

„ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მიიღებს მონაწილეობას, პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე და პირველი თამაში იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის.

ძალიან მიხარია. დღეს, დილით ასევე დავათვალიერე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, 32 მილიონი ლარი დაიხარჯა და იქაც სრულად განახლდა ყველაფერი, თანამედროვედ მოეწყო და ასევე ბათუმში ორი სტადიონი ავაშენეთ, ქობულეთში ერთი, წყალტუბოში და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ამ ქალაქს, ქუთაისს, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან, ახალ სტადიონს,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა