ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად ვგმობ რუსეთის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს, კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

ნახვები: 651 სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად ვგმობ რუსეთის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს, კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

მისივე თქმით, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა