„აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას," - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა
მისივე თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მიმართულებით განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს
„როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საკანში. ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას" - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ