ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, გადავარჩინოთ

ნახვები: 503 ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, გადავარჩინოთ

ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ მშვიდობა და მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყვას ქვეყანა გაერთიანებისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ არც ევროკავშირის, არც ნატო-ს წვერი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვავქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყვას ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა