ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სალომე ზურაბიშვილი - ევროპულ მომავალზე საუბრისას, ხაზს ვუსვამ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებთა თვითმყოფადობას, გუშინ აფხაზეთში იყო ლოზუნგები, აფხაზეთი არ იყიდება, არ დავხრით თავს რუსების წინაშე

ნახვები: 638 სალომე ზურაბიშვილი - ევროპულ მომავალზე საუბრისას, ხაზს ვუსვამ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებთა თვითმყოფადობას, გუშინ აფხაზეთში იყო ლოზუნგები, აფხაზეთი არ იყიდება, არ დავხრით თავს რუსების წინაშე

საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობისთვის გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მსოფლიო წესრიგის ფონზე, რომელიც დაკავშირებული იქნება უკრაინის გამარჯვებასთან და რასაც ვერ მივაღწიეთ 2008 წელს. 2014 წელს უკრაინამ ვერ მიაღწია, რომ მსოფლიოს დაენახა რუსეთის ნამდვილი ბუნება, ეს არის რუსეთის მხრიდან აგრესიისა და ომის გამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს და იცოდეს, რომ მასაც გააჩნია საზღვრები.

„ჩვენ ბოლომდე უნდა შევითვისოთ, რომ რუსეთის დამშვიდების მექანიზმს არსად უმუშავია. ევროკავშირის გაფართოებამ უბიძგა რუსეთს აგრესიისკენ და ასევე, რუსეთის იმპერიალისტურმა ბუნებამ უბიძგა ამისკენ. რუსეთი დაშინებით ცდილობს, მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. არასაკმარისი შემართულობის სიგნალები 2008-2014 წლის მოვლენების თვალსაზრისით იყო წამახალისებელი, ლუგანსკსა და დონეცკში შესვლამ უბიძგა რუსეთს, გაეკეთებინა უფრო მეტი. ყოფილი ვარშავის პაქტის წევრებმა შეიძლება, დაადასტურონ, რომ ისინი მშვიდობისა და სტაბილურობის პერიოდს გადიან. ეს არის ჩვენი მომავალი. ამიტომ, ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესია. ეს არის ასევე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი, ეს არის ხანგრძლივი სტაბილურობის გზა და ისტორიის გაკვეთილი. ჩვენ თუ ჩამოვრჩებით ამ პროცესებს, რუსეთი მოითხოვს ჩვენგან მაქსიმუმს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც უკვე დამარცხდა, ძალიან ბევრ ასპექტში მოხდა მისი სამხედრო დაუმარცხებლობის, სტრატეგიული უპირატესობის მითის დამსხვრევა.

„რუსეთმა დაკარგა თავისი ძალა, რომ დაყოს ევროპა. უკრაინის შემართებამ, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებამ, ყოველივე ამან. ეს გახლავთ რუსეთის მიერ არასწორი პოზიციების შედეგი. რუსეთი დღესდღეობით არ გახლავთ დაუმარცხებელი, იგი მარცხდება და ეს გვანახებს, რომ ახალი მსოფლიო იბადება. მხოლოდ უკრაინამ შეიძლება, გადაწყვიტოს, როდის აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ევროპასთან ერთად განსაზღვროს, როგორი მშვიდობა უნდა არსებობდეს და რაც მთავარია, უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას ნებისმიერი უცხოური ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ევროპულ მომავალს როდესაც ვახსენებ, ასევე ხაზს ვუსვამ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებლების თვითმყოფადობას. გუშინ აფხაზეთში იყო ლოზუნგები, აფხაზეთი არ იყიდება. ჩვენ არ დავხრით თავს რუსების წინაშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა