Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა მდინარაძე - სულ მცირე, უცნაურია, რომ მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთის პატრიარქთან ანგელოზის დღის მისალოცად

ნახვები: 577 მამუკა მდინარაძე - სულ მცირე, უცნაურია, რომ მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთის პატრიარქთან ანგელოზის დღის მისალოცად

სულ მცირე, უცნაურია, რომ მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთის პატრიარქთან ანგელოზის დღის მისალოცად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის მოძღვრის, მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტსა და მის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის ანგელოზის დღის მილოცვასთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში კერძო ვიზიტით იმყოფება და არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში საპატრიარქოს ეგიდის გარეშე ჩასვლა და რუსეთის პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მილოცვა უცნაურია.

„მე რამე განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უცნაურია – მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე, თუ მისი ეგიდით რომ არ არის, წასული რუსეთი პატრიარქთან, თუმცა ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება, არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ, ხშირად გვაქვს ხოლმე საინფორმაციო ველზე და შემდეგ, დრო რომ გადის, რაღაც ახსნები აქვს ხოლმე, თუმცა ნაჩქარევი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ხაზს გავუსვამ, რომ, მინიმუმ, უცნაურია, ის ადამიანი, რომელიც ძალაინ ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად, რაც თქვენგან გავიგე. თუმცა, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამას ალბათ გარკვეული ახსნა ექნება. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენა თუ არ აქვს საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით, ეს არ არის მარტივი ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა