ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მამუკა მდინარაძე - გლობალური, ბინძური გეგმების ფონზე პრეზიდენტმა თქვა, ქორწილის მეორე დღე გადაიდოო, სამწუხაროდ, ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება საქართველოს პრეზიდენტი

ნახვები: 500 მამუკა მდინარაძე - გლობალური, ბინძური გეგმების ფონზე პრეზიდენტმა თქვა, ქორწილის მეორე დღე გადაიდოო, სამწუხაროდ, ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება საქართველოს პრეზიდენტი

გუშინ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმაო, მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ამას, მეორე მხრივ, „აირზენას“ გამოუცხადა ბოიკოტი. რეალურად, ამის პარალელურად ხდება, რომ გატესტვები მიდის ხალხის ემოციების, დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ტყუილს შეიცავს.

„ასეთი გლობალური, ბინძური გეგმების ფონზე ქორწილის მეორე დღე გადაიდო, ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი. მისი გაკეთებული განცხადება ტყუილს შეიცავს, რადგან შეუძლებელია, ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა.შ. რადგან ასეთი საკითხებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვახტანგ გომელაური დაკავებული არ არის, მისი საქმეა დაცვა საზოგადოების, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და არა ქორწილების გადადება და გადმოდება. ასეთი რაღაც არ უთქვამს, არასწორად გაახმოვანა პრეზიდენტმა. ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით გლობალური, მავნებლური გეგმების შემოპარება მიდის და ახალგაზრდების ემოციებით ცდილობენ ასეთი თემების ერთმანეთში ჩახლართვას, შემდეგ გადაფარვას. აქ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ – რაღაცა პრინციპი უნდა აიღოს სახელმწიფომ ყველაფრის გამოსარიცხად და ამ პრინციპიდან უნდა იმოქმედოს, მათ შორის სანქციებს ვუერთდებით თუ არა, ემოციებზე აგებული დეტალები შეიძლება გასაგები იყოს რომელიღაც ახალგაზრდის მხრიდან, მაგრამ პოლიტიკოსი მთელი თავისი ცხოვრება პოლიტიკაშია, იმის მხრიდან რომ მანიპულაციური, სპეკულაციური და ახალგაზრდების ემოციებზე გათვლილია ბინძური სპეკულაციის თვალსაზრისით, ეს არის მათი მხრიდან ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ პერსონალური სანქციები არავის მიმართ არ აქვს დაწესებული.

„წელიწადზე მეტი გავიდა უკრაინაში საოკუპაციო ომის დაწყებიდან და იმის მერე ჩვენ ვამბობთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ეს ნიშნავს, რომ პერსონალური სანქციები არავის მიმართ არ არის დაწესებული. ელემენტარულად, სანქციებში შემავალი ადამიანების ბაზაც კი არ არსებობს, რადგან საქართველოს პერსონალური სანქცია არავის მიმართ არ აქვს დაწესებული, გარდა იმ პირებისა, რომლების არიან ოკუპაციის კანონის დამრღვევები. ახლა ყველა კონკრეტულ დეტალზე, რუსეთის რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს, შეიძლება ახალი კამპანიის აგება, რომ ის, სადღაც არის სანქცირებული, მათ შორის ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. გასაგებია, მაგრამ, რადგან საქართველოს მიერ არ არის სანქცირებული, ელემენტარული საფუძველი შეიძლება, არ გააჩნდეს მებაჟეს მისი გაჩერების ან არშემოშვების. შეიძლება შემოუშვას, არც იცოდეს ვინ არის კონკრეტული პიროვნება და ამაზე შეიძლება ააგონ ახალგაზრდების მიმართ სპეკულაციური კამპანია, აბა, ახლა ფეხზე დავდგეთ. გვერდის ავლის საშუალება შეიძლება გახდეს სანქცირებული ტვირთის, კომპანიის, ბორტის, ვთქვათ, საქართველოში შემოსვლა ან არშემოსვლა, ეს იყო მიზეზი, რომ სანქცირებული ბორტი და სანქცირებული თვითმფრინავი საქართველოში ვერ შემოვა, მაგრამ, რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, აქ კატეგორიულები, არა ამ შემთხვევის გამო, წელიწადის და თვეების წინ იმიტომ ვიყავით, რომ გვერდის ავლის საშუალებად კონკრეტული სანქცირებული პირის შემოშვება-არშემოშვება ვერ გახდება. სანქცირებულების სიების გამოთხოვა და მათ მიმართ სანქციების დაწესება ნიშნავს სანქციების დაწესებას, რომელსაც საქართველო არ უერთდება და ამაზე ბევრი პრაგმატული თვალსაზრისით განმარტება გაკეთებული გვაქვს. „აირაის“ კვლევითაც კი, საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი მხარს უჭერს ფრენების აღდგენას, შესაბამისად, ჩვენ საზოგადოების ინტერესებიდან გამოვდივართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა