ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ძებნილი პოლიციამ დააკავა
ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

ჩეხეთის პრეზიდენტი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი

ნახვები: 509 ჩეხეთის პრეზიდენტი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი

ვიდრე კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად.

„ბევრი ჩვენგანი იმყოფებოდა უკრაინაში, თავად იხილა ომის საშინელება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაში ომს აღარასდროს ვიხილავთ. ევროსაბჭომ ვერ შეძლო ამ ომის შეჩერება და არის ისტორიული გამოწვევის წინაშე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის და მისი ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამართალი უნდა დადგეს ამ უაზრო ომის მსხვეპლებისთვის. ამ კუთხით, ჩეხეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებას და სპეციალური ტრიბუნალის ინიციატივას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის.

ვიდრე ჩვენ კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის გზაზე. ასევე, მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა