ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პაატა მანჯგალაძე - ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება

ნახვები: 650 პაატა მანჯგალაძე - ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება

2019 წელს,რავინ ფიქრობდა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას და ომში არ იყო ცივილიზებულ სამყაროსთან. კონტექსტი უნდა გავიაზროთ და ხალხს კარგად ახსოვს, რუსეთი საქართველოში რას აკეთებდა და აკეთებს უკრაინაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

დეპუტატი „ხალხის ძალის“ წევრ, გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მაჭარაშვილი ამბობს: „თუ გინდა, რომ რუსეთის ჯინაზე საქართველოს უთხრა, კარგი მეგობარი ხარო, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა და 30 წელი შეშფოთება-აღშფოთებით არ უნდა იყო დაკავებული“.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის და ამერიკას ულტიმატუმს უყენებს.

„რაც უფრო გაიზრდება მტერზე დამოკიდებულება, მით მეტი ბერკეტი ექნება საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოზე ზემოქმედების, რადგან პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.

„ქართული ოცნება“ რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის და ამერიკას ულტიმატუმს უყენებს – ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება, თუ ვიზებს არ გაგვიმარტივებ, უფრო დიდი „რაზგონით“, სიჩქარით გავექანებით რუსულ ჭაობშიო. ეს არის სამარცხვინო განცხადება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა