ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სალომე სამადაშვილი - ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, წარმატების შანსი არ გვექნება

ნახვები: 503 სალომე სამადაშვილი - ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, წარმატების შანსი არ გვექნება

ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში, არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება. დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება იმის საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

„ის, რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით – ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე – საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე და თქვენი დამსახურებით, ქვეყანამ არა მხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი არამედ, ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება, რადგან პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა