Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიული ალასანია - ის (სააკაშვილი) დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი

ნახვები: 581 გიული ალასანია - ის (სააკაშვილი) დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდებოდი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუსა და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არაერთმა პარლამენტმა და არაერთმა პრეზიდენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ. ეს იყო უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ბრიტანეთის პარლამენტები და ევროპარლამენტი. ყველამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია მისი გადაყვანის შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია. ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ახლა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ის დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა