ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სანდრო რაქვიაშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო და უფრო მკაფიო იქნება ცვლილები, დაველოდოთ, როგორ დამთავრდება ეს ისტორია

ნახვები: 503 სანდრო რაქვიაშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო და უფრო მკაფიო იქნება ცვლილები, დაველოდოთ, როგორ დამთავრდება ეს ისტორია

„ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო მკაფიო იქნება ცვლილები, დაველოდოთ, როგორ დამთავრდება ეს ისტორია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„ზოგადად თუ შევაფასებთ, ადეიშვილის ჩართულობა იქნება თუ მერაბიშვილის, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვს – ამაყობს იმით, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს და რაც საამაყოა, ის დავიწყებული აქვს. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური ნაწილი მთლიანად ამოტრიალებულია. სიმართლე თუ არის, რომ ისევ ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს ეს მოეწონება, მაგრამ დიდი შეცდომაა. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ბიძინა ივანიშვილის შურს და ყველას უნდა, სულ მცირე, მინი „ქართული ოცნება“ მოაწყოს თავის პარტიაში, რათა არაფორმალურად მართოს. რასაც ვაკვირდები, ძალიან გავრცელებული ქცევაა და ძალიან ცოტა პარტიაა, რომლებიც მართლა ცდილობენ, საჯარო პოლიტიკით დაკავდნენ – პოლიტიკოსი პოლიტიკოსობდეს და ბელადის მხრიდან ფარულ მითითებებს არ ელოდებოდნენ. არ გამიკვირდება, ასე ხდებოდეს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ სხვადასხვა პარტიაში. თუ გვინდა, „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ჯერ ოპოზიციის შიგნით უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის მმართველობა არ ვარგა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა