ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ენტონი ბლინკენმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს

ნახვები: 502 ენტონი ბლინკენმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„სასიამოვნოა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარი, სადაც განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერა, სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და ჩვენი ღრმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

ენტონი ბლინკენის და შარლ მიშელის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

„მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ ასევე განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა