ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა - ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას, მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას

ნახვები: 505 ლევან ხაბეიშვილი - კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა - ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას, მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას

ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა - თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

„ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. რუსულ ოცნებას ამის ეშინია და ამბობენ, რომ ამის გამოძიება არ უნდათ. საზოგადოება კარგად ხედავს, ვისაც უნდა გამოძიება ეს ოპოზიციაა, ვისაც არ უნდა არის რუსული ოცნება. ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. და თუ ასეთი არსებობს, დააკავონ კონკრეტული დამნაშავეები. რომ ჩამოდგებიან, მგონია, რომ კიდევ 2011 წელში არიან, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, დადგებიან და მარტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გაუდით. უკაცრავად, წლებია ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაულია ყველა კუთხეში. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას და მათ მფარველებს: მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას", - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა