ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ნახვები: 497 ირაკლი ღარიბაშვილი ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ორბელიანის მოედანი დღეს შვედურ დღეს მასპინძლობს.

„პირველ რიგში, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მინდა, მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით, და ჩვენს მერს, ბატონ კახას. მოგეხსენებათ, ჩვენ ეს დღეები ევროპის დღეებს აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების ოფიციალურად გახსნა. ასევე, იცით, რომ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას. მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, გუშინ ჩამობრძანდნენ, სასიამოვნო, საინტერესო საღამო შესთავაზეს მოსახლეობას, მაყურებლებს, ჩვენს ხალხს. დღეს ასევე გველის შვედური საღამო, თავისი კულტურული ელემენტებით. კიდევ ერთხელ მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანის მოედანზე.

შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო შვედი შეფის, გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი, ასევე, შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედური დღე შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტებით დასრულდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა