ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს

ნახვები: 497 მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს

არ მგონია, ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი რისკია, რომ საგამოძიებო კომისია გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხიელ საჯრველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც არ არის მიზანშეწონილი, პოლიტიკოსთა წრეში ცირკულირებდეს, რადგან შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის მონაწილეობა იკვეთებოდეს.

„ე.წ ქოლცენტრების საქმის ვერც ბრალმდებლად და ვერ გამომძიებლად ვერ გამოვდგები. საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და ნებისმიერი საგამოძიებო ვერსია უნდა იყოს შესწავლილი, რაც შეიძლება, განსახილველად ღირდეს. უნდა შემოწმდეს ვერსიები, რაზეც კითხვები იბადება. ყველაფერს ნათელი გამოძიებამ უნდა მოჰფინოს და გამოძიებას აქვს თავისი ტაქტიკა და სტრატეგია.

პარლამენტში როდესაც წარმოდგენილია დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, როდესაც გამოძიება იგეგმება, საგამოძიებო საიდუმლოების კატეგორია არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ინფორმაცია გამოამზეუროს, გარკვეული ინფორმაცია კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მის განკარგულებაში რჩებოდეს. არ მგონია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ჭეშმარიტების გარკვევის ხელშემწყობი აღმოჩნდეს, მაგრამ დიდი რისკია, რომ საგამოძიებო კომისია გამოძიებისთვის ხელშესაშლელად იყოს გამოყენებული. შეიძლება, არსებობდეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც შეიძლება, გამოძიების მიმდინარეობაზე მერკანტილური ინტერესი ჰქონდეს. მიიღოს ინფორმაცია, როგორ და საით ვითარდება გამოძიების ვერსია. ნებისმიერი პოტენციურად ეჭვმიტანილისთვის, დამნაშავისთვის ან კავშირების მქონე ადამიანისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას, რას ფლობს და რას – არა გამოძიება. ამ თვალსაზრისით შეიძლება, მათთვის დროებითი საგამოძიებო კომისია ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი აღმოჩნდეს. კომისია ასეთ რისკებს ქმნის. დროებითი საგამოძიებო კომისიას ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომელიც გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პოლიტიკოსთა წრეში ცირკულირებდეს და თუ ინფორმაცია პოლიტიკოსთა შორის გავრცელდება, ეს შეიძლება პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტის შემცველი იყოს, რადგან შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსის მონაწილეობა იკვეთებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა