Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა

ნახვები: 579 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდნენ.

როგორც გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ბირთვული საწვავის მიწოდებით აქუიუს ატომურმა ელექტროსადგურმა ოფიციალურად მიიღო ბირთვული ობიექტის სტატუსი. მისი თქმით, მართალია, 60-წლიანი შეყოვნებით, თუმცა თურქეთი გადავიდა ბირთვული ენერგეტიკის მქონე მსოფლიოს ქვეყნების ლიგაში.

ერდოღანის თქმით, აქუიუს სადგური არის თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიცია. როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთში წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას. მისი თქმით, ბირთვული სადგურის ამოქმედება დადებითად აისახება ეროვნული შემოსავლის ზრდაზე. როგორც მოსალოდნელია, ბირთვული ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.

მერსინის პროვინციაში ბირთვული სადგურის მშენებლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება თურქეთმა და რუსეთმა 2010 წლის მაისში გააფორმეს. სადგურის პირველი ბლოკის მშნებელობას კი 2018 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. ეს თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა