ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციების დოკუმენტი, რომელიც არის ყველას წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს

ნახვები: 500 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციების დოკუმენტი, რომელიც არის ყველას წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს

რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ, რომელშიც იმ სფეროებზეა საუბარი, სადაც კიდევ მეტად შეიძლება აკრძალვების გაფართოება.

„სანქციების დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა ლიდერის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ატომური ინდუსტრიისა და აბსოლუტურად, ყველას წინააღმდეგაა, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამას გარდა, ზელენსკის თქმით, გაიმართა შტაბის მორიგი სხდომაც, სადაც მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების შესახებ ისაუბრეს. ჩატარდა შეხვედრა უკრაინის ეკონომიკურად აღდგენის შესახებაც.

„გუნდის წევრებმა წარადგინეს დღევანდელი და ომის შემდგომი ეკონომიკური სტრატეგია. უკვე ნათელია, რომ ჩვენი გამარჯვება მოგვცემს უნარს, ვიყოთ უსაფრთხოების რეალური პროვაიდერი ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ დავნერგავთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ლოჯისტიკაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებში, შესაძლოა, გაფართოვდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. იგივე ეხება უკრაინის თავდაცვის სისტემებს. ჩვენი იარაღი და ხალხის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს რუსულ ტერორთან დაპირისპირებისას, ეს ყველაფერი იმუშავებს გლობალური მშვიდობისთვის, რათა არავინ გაიმეოროს რუსეთის დანაშაული. დიდება თითოეულ ჩვენ მეომარს, რომელიც ახლა ბრძოლაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა