ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ირაკლი ღარიბაშვილი - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისადმი გამოვხატავ თანადგომას, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ ვთხოვ, ნებსით თუ უნებლიეთ ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში

ნახვები: 511 ირაკლი ღარიბაშვილი - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისადმი გამოვხატავ თანადგომას, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ ვთხოვ, ნებსით თუ უნებლიეთ ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ, აწარმოონ პოლიტიკური კამპანია და თხოვნით მიმართავს მშობლებს, ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.

„პირველ რიგში, მინდა, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანადგომა. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა, მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას. კარგად გვესმის და მინდა, ყველას შევახსენო, რომ არავის, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არ გახსენებიათ მათი ბედი, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ, ყველა უბედურება, ყველა განსაცდელი თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ესა არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რომელიც ადამიანმა შეიძლება იკადროს, როცა ვუყურებთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანთა ჩართულობით ცდილობენ, გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა