ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„დიდი შვიდეულის“ საგარეო მინისტრები - ივინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარება, მძიმე საფასურს გადაიხდის

ნახვები: 504 „დიდი შვიდეულის“ საგარეო მინისტრები - ივინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარება, მძიმე საფასურს გადაიხდის

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე საფასური. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა