ანა წითლიძე - არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
მიხაილ პოდოლიაკი - არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,160 over past day
Ukrainian Ground Forces announce expanded opportunities for foreign volunteer fighters
Ukrainian border guards wipe out Russian ammo depot, shelters in Southern Slobozhanshchyna
Zelensky awarded state honors to radio, television, and communications workers
Budanov honors DIU Special Forces and presents them with unique knives bearing his signature

„ქართული ოცნება“ იგებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

10.09.2021 ნახვები: 562

„ქართული ოცნება" იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში.

„ჩვენ გვაქვს შესწავლილი თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი. ყაზბეგს - ამ უნიკალურ ადგილს, რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ტურიზმის განვითარების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროგრამების დაწყებას ვგეგმავთ. ჩემი დავალებით ყველა სამინისტრომ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ამ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და აღდგება, ასევე მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები. თითოეულ მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები და პროექტები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს გვერდში და ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის რაღაც გაუაზრებელი და აბსოლუტურად უსარგებლო და უსაგნო პოლიტიკური დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს დღეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზბეგელებს, ასეთ გონიერ, გამორჩეულ, ბრძენ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა" ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება" იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს.

ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე", - განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა