ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უილიამ ბარნსი - პუტინი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი

ნახვები: 638 უილიამ ბარნსი - პუტინი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი და ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინისა და დასავლეთის განადგურება, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა.

უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე არის ფაქტორი, რომელიც, დიდი ალბათობით, აყალიბებს დიპლომატიის პერსპექტივას მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ „უამრავი საქმეა სასწორზე უახლოეს თვეებში“.

უილიამ ბარნსის განცხადებით, ომამდე პუტინი ღრმად ცდებოდა უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა