ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნანა მახარაძე - ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ქვეყნის მომავალი

ნახვები: 645 ნანა მახარაძე - ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ქვეყნის მომავალი

ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვენ, დამსწრე საზოგაოდებას. გიყურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგის მთრევი ქალბატონები, ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ვეროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა