ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კელი დეგნანი - არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ ვიცნობ მარშალ ქომინსს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა

ნახვები: 648 კელი დეგნანი - არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა ისაუბრა, არ ვიცნობ მარშალ ქომინსს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა

არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქის, მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას.

დეგნანის თქმით, საელჩოსთან არავისგან, მათ შორის აღნიშნული პიროვნებისგან არ ყოფილა კონტაქტი.

ამასთან, როგორც დეგნანმა აღნიშნა, საელჩოს არ აქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის.

„არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც დაუკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის. საქართველო გასაოცარი ადგილია სტუმრობისთვის და უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს. არაფერი ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა