ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს

ნახვები: 633 აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში - ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს

სანდო ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის ღია წყაროებიდან, რომ ეს მოსამართლეები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პირველ რიგში, დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში…

კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.

როგორც აქამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა პატელმა.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 მარტს განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა