ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კახა კალაძე - ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება

ნახვები: 646 კახა კალაძე - ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება

თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, ამოქმედდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება.

„აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ძველ უბნებში, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ბიზნესის შემოყვანა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალ პროგრამას, თბილისის მერის განმარტებით, მას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს.

„პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი, სადაც ცხოვრობს 10 ოჯახი. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, მივცემთ საშუალებას, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, თბილისის მერის განმარტებით, ის ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

მისი თქმით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა