ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის ანგარიში იქნება ობიექტური როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი პირის მიმართ, ვისაც ის შეიძლება, შეეხოს

ნახვები: 651 ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის ანგარიში იქნება ობიექტური როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი პირის მიმართ, ვისაც ის შეიძლება, შეეხოს

არანაირი პრობლემა არ მაქვს, იმაზეც ვისაუბრო, რაც გაკეთდება და იმაზეც, რაც არ გაკეთდება, ამის კომლექსები არ მახასიათებს, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„სადაც იქნება ჩვენი რეკომენდაციების მიმღებლობა, ამაზეც უნდა დავწერო და აღვნიშნო და სადაც უარყოფა იქნება, რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად აისახება. ჩემი აზრით, ეს არის სწორი გზა, როგორც სახალხო დამცველის აპარატი და სახალხო დამცველი უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ერთი წლის შემდეგ მის მიერ დაწერილი ანგარიში იმდენად იქნება ღირებული, რამდენადაც ის იქნება ობიექტური ყველას მიმართ.

„ის იქნება ობიექტური ყველას მიმართ, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ვისაც ის შეიძლება, შეეხოს სამომავლოდ“, – განაცხადა იოსელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა დატოვოს ექვსი წლის თავზე, როცა მანდატი ამოეწურება, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ისურვებდა, ექვსი წლის შემდეგ მის შესახებ ეთქვათ, რომ ის იყო ობიექტური სახალხო დამცველი.

„ამ პერსპექტივიდან რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება ექვსი წლის შემდეგ, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, იმდენად ტურბულენტური პოლიტიკური გარემოა და სახალხო დამცველის როლი იმდენად დიდია ამ ყველაფერში, რომ ექვსი წლის მერე ვისურვებდი, ჩემ შესახებ ეთქვათ, რომ ეს იყო ობიექტური სახალხო დამცველი, ვის მიერ მომზადებული ანგარიშებიც ასახავდა რეალურ სურათს და გამოწვევებს, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოში; რომ ამართლებდა თავის სახელს, სახალხო დამცველს და ხალხის ინტერესების მიმტანი იყო ყველგან, ყველა დონეზე, სადაც ამის საშუალება ჰქონდა. ამას ვისურვებდი პირველ რიგში. დანარჩენს გვიჩვენებს დრო და საქმიანობა, რომელსაც მე გავწევ ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატში დაახლოებით 180 ძალიან კვალიფიციური და კეთილსინდისიერი თანამშრომელი მუშაობს, ვის მხრებზეც მთელი სამუშაო გადადის.

„ყველა განცხადება, რომელსაც ვაკეთებ და, რომელსაც გამოვაქვეყნებ, რეკომენდაცია იქნება თუ ანგარიში, მათი მომზადებული იქნება სინამდვილეში, მათი ნამუშევარი, ოღონდ დაწურული იმდაგვარად, როგორც უკვე მე წარმომიდგენია, რომ ის უნდა იყოს პრეზენტირებული, წარმოდგენილი საზოგადოების მიმართ, თორემ ალბათ ყველა ხვდება, რომ მე, ერთი ადამიანი, ვერ მოვიძიებ კონკრეტულ საკითხებს, ვერ აღვრიცხავ და ყველაფერს მე ვერ გავაკეთებ, ბუნებრივია. ისინი მუშაობენ ამაზე და მინდა, თქვენი ეთერით მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. მე დამხვდა ძალიან კვალიფიციური, იქ ძალიან დიდი ხნით მყოფი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია და მე მათთან ერთად ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა