უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

სოსო გოგაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

04.04.2023 ნახვები: 539

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოცხადა.

პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ხუთივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. „უამრავი მტკიცებულება იყო და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი კი განაჩენს უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

„სასამართლომ 5 წელი გამოიტანა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში. ეს ე.წ. პირადი საიდუმლო სხვისი პირადი ცხოვრების კადრებს ასახავს და გადაღებულია წინა ხელისუფლების პერიოდში. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ინფორმაციასა და მასალაზე ხელი მიუწვდებოდა არა იოსებ გოგაშვილს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხრის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. იოსებ გოგაშვილს აღნიშნული მასალები არც მოუპოვებია და არც შეუნახავს. რა ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზეც იყო ჩაწერილი აღნიშნული კადრები, მასზე არ ამოვიდა იოსებ გოგაშვილის დნმ-ი. შესაბამისად, ის არ ინახებოდა იოსებ გოგაშილის სახლში და შეტანილი იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ 2022 წლის 16 ივლისს. დაცვის მხარეს მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში. კანონით დადგენილი წესით, ჩვენ ყველა სამართლებრივ რესურს ამოვწურავთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება წარედგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა