Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საპირისპირო მოხდეს

ნახვები: 581 ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საპირისპირო მოხდეს

ჩვენ ველოდებით დეკემბერს, დეკემბერში გადაწყდება კანდიდატის საკითხი. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს საპირისპირო და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ელოდება დეკემბერს, რომ „ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობისთვის“.

„ეს არის მათი მოლოდინი. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება,  უპირობოდ მოგვენიჭება სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა სტატუსი. იმედი გვაქვს, წელს, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, თუმცა დაველოდოთ დეკემბერს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რაშიც მათ შეუერთდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერც მალავენ და პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ აგიტაციას შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. ეს არის გლობალური ომის პარტია. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს სტატუსი, იყოს მშვიდობა. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა