მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის, საქართველოს ევროპული მომავალის გარშემო, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია

ნახვები: 620 სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის, საქართველოს ევროპული მომავალის გარშემო, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი, ეს კი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა