ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თამარ ჩერგოლეიშვილი - კეზერაშვილმა აღიარა, რომ გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, პარტიებს მისცეს ჯანსაღი რჩევები, ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება

ნახვები: 645 თამარ ჩერგოლეიშვილი - კეზერაშვილმა აღიარა, რომ გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, პარტიებს მისცეს ჯანსაღი რჩევები, ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება

დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, პარტიებს მისცეს ჯანსაღი რჩევები, ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, „კეზერაშვილს არ გააჩნია იმის კომპეტენცია და უნარები, რაზეც იქაჩება“.

„კეზერაშვილმა აღიარა, რომ მას გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, საზოგადოება აღზარდოს, პარტიებს ჯანსაღი რჩევები მისცეს და ასე შემდეგ. ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, ამ ქვეყანაში რა ხდება და წარმოდგენას ქვეყანაზე იქმნის თავისი დაფინანსებული ტელევიზიიდან. თავის დაფინანსებულ ტელევიზიას უყურებს, რომელიც მას ელაპარაკება და მასთან არის ანგარიშვალდებული, რადგან მისი გემოვნებით არჩევენ სტუმრებსაც. ეს ერთი და მეორე – ელაპარაკება ის ხალხი, რომელიც მასთან ფულის სათხოვნელად ჩადის. ფულის თხოვნა რომ გინდა ადამიანისთვის, მე რაც ნანახი მაქვს, მილიონ სისულელეს უხატავ გამოსავლად, რომ იმაში ფული ჩაადებინო. ამ საგიჟეთში მისი ფული მიდის, მას ეგო ებუსტება და თვლის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ფლეიერია და კარგ მანევრებს ატარებს. ის იყო იმის ერთ-ერთი მომხრე, რომ მიშა აქ არაჟნის კონტეინერით ჩამოქანებულიყო და მაგარი მანევრი იყო ხომ ეს? კარგად არის ახლა ის კაცი, ხომ? იგივე დაემართება ნებისმიერს, რომელიც მის ჭკუაზე გაივლის.

თვითონ თქვა, ოლიგარქი ვარო. რეალურად თქვა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და ყველაფერს, მე მაქვს უფლება, მათ აზრი ვუთხრაო. ოპოზიცია, რომელსაც კეზერა აფინანსებს – ვაშაძის სამეული და „ნაცები“. ეს არის მისი პროექტი და, სავარაუდოდ, ამის გაერთიანებას ცდილობდა. მისი სურვილები და რეალობა კავშირში არ არის ერთმანეთთან. მას იმის კომპეტენცია და უნარებიც არ გააჩნია, რაზეც იქაჩება. არ იცის ეგ ყველაფერი, რასაც აკეთებს. 2018 წელს რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ მისი მარიონეტები გავხდეთ და იმან ზურგს უკან რაღაცები ხლართოს, მე ტელევიზორში ვიჯდე, ვითომ ვარ არარაობა და წინა დღეს, როდესაც მიშასთან ფუნდამენტურ განსხვავებებზე ვლაპარაკობ, მერე მიშას უძღები შვილივით რომ დაუბრუნდება გიგი და ჰელსინკში ერთმანეთს ბეჭებზე ხელებს უტყაპუნებენ, მე ამის გამართლება უნდა დავიწყო და არა, ეს არ მოხდება, ვერ მოხდება. მაშინ მე ყველანაირ პატივისცემას დავკარგავ.

2019 წლის 20 ივნისი რომ დადგა, ნახა, რომ მიშას სახელს ვერ ახსენებენ ქუჩაში, სცენაზე სულ სხვა ხალხი დგას და მივიღეთ პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა გაიგო ასე, რომ ყველა მოთამაშე უნდა აფინანსოს, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს პროპორციული სისტემით, მას ჰქონდეს გავლენა. ასე გაიგო და როცა ყველა მოთამაშეს აფინანსებ, ხმებს აძვირებ და, უბრალოდ, ხმებს უმცირებ ამ პარტიებს. მეტი არაფერი ხდება. ეს არის ბიზნესმოდელი. ანუ ბიზნესმენადაც არ ვარგა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა