Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს, არანაირი „შავი ბუღალტერია“ არ გვაქვს

ნახვები: 579 პაატა მანჯგალაძე - დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს, არანაირი „შავი ბუღალტერია“ არ გვაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფინანსები გამჭვირვალეა და დავით კეზერაშვილი მათ არ აფინანსებს.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, ინტერვიუში კეზერაშვილმა თქვა, რომ ბევრს დაეხმარა და ეს დახმარება კანონში რომ არ ჯდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ უკვე საქმეები ექნებოდა აღძრული.

„დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს, ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსურ დეკლარაციას წარმოვადგენთ. არანაირი „შავი ბუღალტერია“ არ გვაქვს. ეს რომ ასე იყოს, ხელისუფლებას ვერავინ მოასწრებდა ჩვენ წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას. არ ვიცი, კეზერაშვილი ვის აფინანსებს, მაგრამ ინტერვიუში თქვა, რომ ბევრს დაეხმარა. თქვა, რომ პროდასავლურ ფლანგს ძალიან უჭირს და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია ამ ფლანგის გაძლიერებისთვის. მართალი გითხრათ, დავით კეზერაშვილის გავლენა არ მიგრძვნია, რაიმე არ ვთქვა ან ვთქვა. შესაბამისად, თავისუფალი ვარ. შეიძლება, ვიღაცას აფინანსებს და მისი გავლენის ქვეშ არის. უნდა ვიცოდეთ, რა ფორმით დახმარებაზეა საუბარი, რადგან ფინანსური არ უხსენებია. ჰიპოტეტურად იმის თქმა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქია, რადგან ვიღაცას დაეხმარა, სწორი არ არის. ეს ადამიანი დახმარების ფორმების დამალვას არ აპირებს. ეს დახმარება კანონში რომ არ ჯდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ უკვე საქმეები ექნებოდა აღძრული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა